8 страница24 апреля 2018, 21:43

VIII თავი~~გონების კარი

ქეთიმ თვალები გაახილა... ადგა თუ არა თაბრუსხვევამ წააქცია...

-ჩემს ოთახში როგორ მოვხვდი?...

დაიხედა ხელებზე რომლებზეც ეყრდნობოდა... ხელები თითქოს წითელ საღებავში ამოვლებული ქონდა... მაგრამ რატომ?!... არ ახსოვდა...

ქეთი შევიდა აბაზანაში... სისხლის ჩამობანისას გაიგო ბრბოს გაურჩეველი ლაპარაკის ხმა... თავი მას ძალიან სტკიოდა... ოთახიდან გავიდა თუ არა დაინახა დირექტორის კაბინეტთან მოგროვებული ბრბო...

-რა ხდება?! ბრბო რა მიზეზით შეიკრიბა ერთ ადგილას, თითქოს რამე უდიდესი სანახაობა ყოფილიყო?!...

ქეთი ცდილობდა დაენახა წინ რაც ხდებოდა... უშედეგო ცდების შემდეგ ბრბოში შევიდა და ეცადა წინ წასულიყო... ბრბოდან გაღწევისთანავე დაინახა გვამი... მის სახეს ეფარებოდა დირექტორის ასისტენტი... დირექტორი ქეთიმ ტანსაცმლით იცნო... მისი სახის დანახვისთანავე ქეთის თვალებში დაუბნელდა და გული წაუვიდა... მოვლენების ნაწყვეტები ახსენდებოდა... იმ მოვლენების ნაწყვეტები რომლებიც დირექტორის კაბინეტში ხდებოდა...

ქეთი ძირს დაეცა და გონება დაკარგა...

-ისევ სიზმარი... ისევ რეალური სიზმარი... რას მანიშნებს გონება ამით? არ ვიცი... ჩემს რეალურ სამყაროში თუ არა, იქნებ სიზმარში მაინც... სიზმარში მაინც ვიპოვო პასუხები ჩემს უსაზღვრო რაოდენობის კითვებზე.......

ისევ 1884 წელი... სიზმარი დაიწყო სარდაფიდან... უძველესი და სრულიად წკრიალა სასმელებით გადაჭედილი ახალაშენებული ადგილი, სადაც ჯერ კიდევ საღებავის სუნი იდგა... ბარმენის პროფესიამ თავისი გაიტანა და ქეთი სასმელის კოლექციის დათვალიერებას შეჰყვა...

ქეთიმ გაიგო თუ არა ნაბიჯების ხმა, მაშინვე ინსტიქტურად დაიმალა...

სარდაფში ჩამოვიდა გემოვნებიანად და მდიდრულად ჩაცმული პიროვნება... ლოგიკურია... ბორდელის დირექტორია...

მას უკან ჩამოჰყვა პატარა ბავშვი...

დაჯდნენ დივანზე და დაიწყეს ჩურჩულით საუბარი, ქეთის კი მათი ლაპარაკი კარგად არ ესმოდა...

საუბრის მოსმენის მცდელობები მიატოვა და ავიდა ზემოთ... მაშინვე დირექტორის კაბინეტისაკენ გაიქცა... კარი გააღო თუ არა ჯოკონდას შეხედა... დაუყოვნებლივ ჩამოხსნა ნახატი...

მის უკან კედელზე არაფერიიყო... გულდაწყვეტილმა ნახატი აიღო და უკან ჩამოსაკიდებლად აწია... ქეთის ფეხი გადაუბრუნდა და ნახატი ხელიდან გაუვარდა... დავარდნისას ჯოკონდას მეორე ფენა გაიხა...

-ორი ფენა?!... თავიდანვე რატო ვერ მივხვდი?!...

ქეთიმ უფრო გახია და ამოიღო დოკუმენტები... ჯოკონდას უკანა გახეული ნაწილი მთლიანად მოაგლიჯა... ბუხარში შეაგდო, ნახატი კი უკან დაკიდა...

დოკუმენტებით ხელში კი საერთო საპირფარეშოში გაიქცა... კარები ჩაიკეტა თუ არა შეუდგა კითხვას...

ერთი წინადადების წაკითხვის შემდეგ გაეღვიძა...

-ჯანდაბა... რატომ?!... ისევ ყველაზე საინტერესო მომენტზე გამეღვიძა...

ქეთი ბორდელის ჰოსპიტალში იწვა... ფიქრებიდან გამოვიდა თუ არა საწოლის გვერდზე მჯდომი დირექტორის ასისტენტი დაინახა...

-გაიღვიძე?!... -კითხა ქეთის სერიოზული სახით...

-კი...

-მაშინ ვილაპარაკოთ!... -ბრძანებით ტონს ასისტენტი არ იშურებდა...

-მგონი აქ და ამ მომენტში არ არის სალაპარაკო ატმოსფერო... -საძაგლად ჩაიცინა ქეთიმ...

-ქეთი! ყურადღებით მომისმინე! -ტონს აუწია... -შენ თუ გგონია, რომ ყველაფერი შეგრჩება ძალიან ცდები...

-რას გულისხმობ?! -ქეთის ხმა ოდნავ აუკანკალდა...

-ვიცი რომ მკვლელი შენ ხარ.............

8 страница24 апреля 2018, 21:43