XI თავი~~გამოვლენა
დირექტორის მოადგილეს ნათია ერქვა. ის ამ ბორდელში უკვე 5 წელია რაც მუშაობს... ნათიას მხოლოდ ერთი რამ აკავებდა ესეთ საშინელ ადგილას. ეს მიზეზი კი სიყვარულია. ცალმხრივი სიყვარული, რომელსაც დირექტორი ვერ ხედავდა...
ნათიამ აცრემლებული თვალები გაახილა და ბუნდოვნად დაინახა ფიგურა, რომელიც მას მიშტერებოდა... ცრემლები მოიწმინდა და თავიდან შეხედა უცხო სილუეტს... ეს სილუეტი კი ქეთი იყო...
-აქ რა გინდა?!... -უხეში და ხრინწიანი ხმით კითხა ნათიამ.
-ვიმალები 😸 ! -საყვარლად უპასუხა და გაიღიმა
-საინტერესოა! მკვლელი იმალება... როგორ მინდა გაგრძნობინო ის რასაც მე ვგრძნობ ამ მომენტში... -ნათიამ ბოროტულად შეხედა, შემდგომ კი თვალები დახუჭა რადგან თვალებზე ცრემლები მოადგა...
-მართალი ხარ... მე არ ვიმსახურებ არც შეწყალებას და არც გაგებას... -თავი დახარა და თავის ხელებს შეხედა, იმ ხელებს რომლებიც ამ სისასტიკეს სჩადიოდნენ...
ნათია წამოდგა და ცრემლები მოიწმინდა... ჰენესი მოიყუდა. ბოლო წვეთი მოხვდა თუ არა მის ენაზე, ბოთლი ძირს დააგდო...
ქეთის მიუახლოვდა. შეშინებული ქეთი წამოდგა, უკან და უკან მიიწევდა... ნათია კი უფრო და უფრო უახლოვდება... ბოლოს, როდესაც ქეთის წასასვლელი აღარსად ქონდა, ხელები კედელს ოდნავ შეახო და გაჩერდა... ნათიამ მის მაჯებს ხელები ძლიერად მოკიდა... კედელზე ზურგით მიახეთქა...ნათიას სახე ქეთისას მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა:
-შენ ყველაფერზე პასუხს აგებ... ყველაფერზე!!!... -ბოლო სიტყვა ყურში ჩაყვირა და ხელები ამოუტრიალა...
ქეთიმ სიმწრისაგან თვალები ძლიერ მოჭუტა და ცრემლები გადმოსცვივდა...
ნათიამ ხელები გაუშვა. ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო და ქეთის დანა ლოყაზე ჩამოუსვა...
ჭრილობიდან სისხი წამოუვიდა... ქეთის არანაირი ემოციები არ ეტყობოდა არც მზერაში და არც გამომეტყველებაში... ნათიას ცივი და ბოროტი თვალებით შეხედა...
დირექტორის მოადგილემ უკან დაიხია, ისეთი შეშინებული იყო, რომ დანა ხელიდან გაუვარდა. ფეხი აუცდა და ძირს დაეცა...
ნათია არ დაიბნა, მაშინვე მიცოცდა იმ ბოთლთან რომელიც ცოტა ხნის წინ დაცალა... აიღო და...........
ბოთლი ქეთის თავთან გაჩერდა...
-მოვასწარი შენი სისხლისაგან დაუსვრელი ხელების დაჭერა... შენ მე მადლობას მეტყვი... სხვა ცხოვრებაში... -ბოხი ხმით თქვა ტრანსში მყოფმა ქეთიმ და საძაგლად(ამაზრზენად) ჩაიცინა...
ამ სიტყვების შემდეგ ქეთიმ ნათიას ბოთლი გამოგლიჯა... მაგიდაზე დაამტვრია... ქეთიმ ფეხებში წიხლები ხია და მუხლებზე დააყენა... დივანზე დაჯდა და დაჩოქებულ ნათიას წელზე ფეხები შემოახვია... ცალი ხელით კი პირს უღებდა და ბოთლის პატარა ნამსხვრევებს აყლაპებდა.............
