XIV თავი~~გაქცევა
ღილაკზე მიჭერის შემდეგ, ქეთის ბორკილები მოეხსნა... გადმოვიდა საკაციდან და ფეხში დაჭრილი ექიმი მოიშორა... მას ყელი გამოჭრა... ვერ გაარჩევდი ნამდვილი ქეთი იყო თუ არა... თითქოს და ორივე გაერთიანდნენ... ერთმანეთი მიიღეს და მეტად გაძლიერდნენ ერთ სუსტ და ლამაზ სხეულში...
2 დარჩენილი ექიმი ქეთისაკენ დაიძრა... ის კი საოპერაციო იარაღებისაკენ გაიქცა... 15 წუთში ორივე მოკლა... არ ჩქარობდა, თითქოს და გალიაში გამომწყვდეულ თაგვებს ეთამაშებოდა... ნელა და საზარელად...
ბევრი ენერგიის დაკარგვის გამო მუხლებზე დაეცა, ამ დროს ერთ-ერთი ექიმის გვამის გვერდზე მიგდებული ყვითელი დაკეცილი ფურცელი დაინახა...
ფურცლამდე მიცოცდა... ხელში აიღო და გაშალა... ზედ ბორდელის გეგმა იყო დახაზული, ასევე მითითებული ყველანაირი საიდუმლო გასასვლელი, კარი, სეიფის დასამალი კარადა... სრულიად ყველაფერი იყო რუკაზე დატანილი. საიდუმლო კარიც კი, რომელსაც რაღაც მარშრუტის გავლისთანავე გარეთ გაყავდი...
მაგ დროს ნაბიჯების ხმა შემოესმა და ოთახშივე კედელში ჩამალულ კარადაში დაიმალა...
♦♦♦
იმის შემდეგ, რაც კანიბალებმა ოთახი დატოვეს, ქეთი კედლიდან გამოვიდა და რუკას თავიდან შეხედა...
გარეთ გასასვლელი კარები დირექტორის კაბინეტში მდებარეობდა...
სანამ გვამების ოთახიდან გავიდოდა, მან მთელი შემოსასვლელი დაზვერა, ყველა კუთხეს თვალი გადაავლო იმ იმედით, რომ არავინ შეხვდებოდა...
ყველაფერმა ისე იდეალურად არ ჩაიარა, როგორც ქეთი ფიქრობდა...
კიბეებზე ჩასვლისას, თავს გადაეყარა 3 გოგონა... მათ თვალები ისეთივე ჩაწითელი ჰქონდათ, როგორც მთელ ბორდელში მყოფ ბრბოს...
-ღმერთო!!! რა უიღბლო ადამიანი ვარ... ცხოვრებაშივე მეტყობა, რომ ჯოჯოძეთში მოვხვდები... -ქეთიმ მძიმედ ამოისუნთქა... როგორც კი მათ მიუახლოვდა, ერთ-ერთს ხელი კრა და კიბეებზე დააგორა...
დაგორების ხმაზე დანარჩენებიც გამოცვივდნენ...
ქეთიმ საბედნიეროდ, მათგან გაქცევა მოასწრო... დირექტორის კაბინეტში შევარდა თუ არა კარი ჩაკეტა, მძიმე ტუმბო კარებთან დიდი ძალისხმევით მიაცურა, ამით კი თავი იხსნა ბრბოს შემოტევისაგან...
შვებით ამოისუნთქა და დივანზე წამოჯდა... რუკის ამოსაღებად ჯიბეებში ძრომიალი დაიწყო...
-ჯანდაბა!!! სირბილის დროს რუკა ამომივარდა :X ... ყველაფერს ბედი რატო სჭირდება?!... -_- ... -დამძიმებულად ფეხსე ადგა და ჭერს ახედა...
გარეთ მყოფები კი კარებს ამტვრევდნენ... ქეთი რუკის გამოსახულების გახსენებას ცდილობდა, თუ სად იყო ის საიდუმლო კარი...
რუკის გახსენებაში ბევრი დრო არ დაკარგვია, რადგან საბოლოოდ მაიმც ვერ გაიხსენა და ფიქრს შეეშვა, რადგან კარი რკინის არ იყო და ბრბო ნებისმიერ დროს შემოცვივდებოდა...
ქეთიმ კარის ძებნა დაიწყო... კარადის თაროებიდან ყველა წიგნი გადმოყარა... სრულიად არაფერი არ გამოჩნდა... ბრბომ კარები კი თითქმის შემოამტვრიეს.....
ყველა ნივთი, სრულიად ყველაფერი ძირსაა... მან ყველანაირი იმედი დაკარგა... წიგნების ხროვაზე დაჯდა და ყველაფერს თავიდან გადახედა...
-საინტერესოა თუ სად შეიძლება იყოს გასასვლელი... -მძიმედ ამოისუნთქა და ყურადღება კედლებზე გადაიტანა...
უკვე "ყოფილი" ჯოკონდას ადგილს მიაშტერდა... დიდი ხანია რაც ქეთიმ შედევრი ბუხარში დაწვა...
ლურსმანი, რაზეც ადრე ჯოკონდა ეკიდა ძალზედ უჩვეულო ფერის და ზომის მოეჩვენა...
ლურსმანს მიუახლოვდა და კარგად დააკვირდა... თითის მიჭერისთანავე კედელი დაიძრა...
ქეთი გაოცებული და გახარებული სახით უყურებდა ამ სანახაობას... მაგ ბედნიერი წამების შემდეგ კარები დაიმსხვრა... ბრბო შემოცვივდა... მაშინვე მათი ყურადღების ცენტრის ქვეშ ქეთი აღმოჩნდა...
ქეთი მაშინვე გვირაბში შევიდა, რომელიც მისი სიხარულის მიზეზი გახლდათ... მას კანიბალები გამოეკიდნენ... გვირაბი კი ნელ-ნელა ვიწროვდება და სიმაღლეშიც მოკლდება... თავისი სხეულის პატარა ზომას კარგად იყენებდა ამ სიტუაციაში...
ბრბომ კი დაასრულა ქეთის კუჭში დევნა და უკან გაბრუნდნენ, რადგან წინ ფიზიკურად ვეღარ მიიწვდნენ... გვირაბი კი უსასრულო ჩანდა და ზომაშიც კვლავ პატარავდებოდა და პატარავდებოდა. ქეთის კი უძნელდებოდა გაძრომა, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა...
