XV თავი~~ბორდელის აღსასრული
იმის მერე, რაც ბრბო უკან გაბრუნდა, ქეთიმ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ის ფაქტი, რომ გვირაბი უფრო და უფრო ვიწროვდებოდა მას აშინებდა...
რამოდენიმე წამის შემდეგ, ძალზედ პატარა გვირაბის ხვრელს წააწყდა... არ გაჩერდა და გაძრომა სცადა... ხვრელის კედლები კი ბასრი ქვებით იყო მოცული... შიგ დიდი წვალებით ძვრებოდა... შვილის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილმა თავისი გაიტანა, მაკო მას ძალიან ენატრებოდა... იმის დამიუხედევად, რომ მთელი სხეული გაკაწრული, დამახინჯებული და სისხლიანი ჰქონდა არ გაჩერდა...
რამოდენიმე წუთში მოახერხა და გააღწია იქაურობას... ფეხზე წამოდგა და გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა... ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ სიუჟეტს ასეთი დასასრული მოჰყვებოდა...
წინ კედელი დახვდა... გასასვლელი არსადაა... როგორც ჩანდა გვირაბის პროექტი დაუსრულებელი იყო...
ქეთის თვალები გაუოფლიანდა... და ტირილი დაიწყო...
-ეს მცდელობები... სრულიად ყველაფერი... რის გამო?!... პირველად ამ წყეულ ადგილას ფეხის დადგმისთანავე, ჩემი ბედი ნათელი იყო... წყეულიმც იყაავვვ!!!.... უსამართლოაააა!!! -ბოლო სიტყვები მაღალ ხმაზე იყვირა და თავის თავთან დიალოგი გააგრძელა...
-მაგრამ რა სამართალზე მე ვლაპარაკობ... 10 ადამიანს წავართვი ცხოვრება... ამ ქმედებების გამო კი ჩემს ულამაზეს შვილს, მაკოს ვეღარ ვნახავ... -აკანკალებული ხმით თქვა და თავში ხელების რტყმა დაიწყო...
-ჯანდაბა!!! ჯანდაბა!!! ჯანდაააბააა!!... -ამ სიტყვას უსასრულოდ ბევრჯერ გაჰკიოდა...
ქეთიმ ძირს დაიხედა და გადაწყვიტა, უკან დაბრუნებულიყო... ფიქრობდა, რომ სხვა გასასვლელს იპოვიდა...
მას თვალები წითლად შეეღება... მის მზერაში, ადამიანობა აღარ იგრძნობოდა... მხოლოდ სიგიჟე...
ისევ იმ პატარა გვირაბის ხვრელიდან გაძრომას, მთელი ძალით ცდილობდა... გვირაბის პატარა ბასრი ქვებისაგან, მხრები სრულიად ატყავებული ჰქონდა... სისხლიანი სხეული... წითელი თვალები... შეგრძნება, თითქოს მას სრულიად ყველაფერი შეუძლია და ამავდროულად არაფერი... ზუსტად ეს გრძნობა ქეთის აძლიერებდა და ანადგურებდა... შიგნიდან ჭამდა...
რამოდენიმე წუთის შემდეგ, ქეთიმ საშინელი ტკივილი იგრძნო, მთელს სხეულში... სისხლისაგან იცლებოდა...
-ნუთუ ასე საცოდავად უნდა მოვკვდე?! ნუთუ ყველაფერი აქ უნდა დამთავრდეს?!... რატო ღმერთო?! რატოოომ?!... -ქეთი სასოწარკვეთილად გრძნობდა თავს...
ნელ-ნელა თვალებში უბნელდებოდა... სხეული აღარ ემორჩილებოდა... მის გარშემო ყველაფერი წითელი იყო... ჩაწითლებული ლამაზი მწვანე თვალები დახუჭა... მშვენიერი მუქი ხორბლისფერი თმა წითლად შეეღება... თავი ძირს დადო და მისი გონება სიბნელეში გაიფანტა...
ამ დროს ბორდელში აჟიოტაჟი იყო... ქეთის დაკარგული რუკა იპოვეს და ბორდელიდან გასასვლელის ძებნას შეუდგნენ...
გასასვლელის კიდევ ერთი გზა იყო... სარდაფი... ქეთი ჩქარობდა და მეორე გასასვლელისთვის ყურადღება არ მიუქცევია...
გასასვლელის ძიებამ წარმატებით ჩაიარა...
ბორდელში დამალული, მთელი ქონება თან გაიყოლეს... ყველანაირი ძვირფასეულობა და ფული ერთმანეთში ტოლად გაინაწილეს...
ქალაქში გასვლისთანავე დაიშალნენ... ერთმანეთს არც კი დაემშვიდობეს... ზოგი წყვილებად, ზოგი კი მარტოსულად გაეშურა და მათთვის ახალი ცხოვრება დაიწყო...
გადაუხდელობის გამო, ბორდელი მთავრობამ მიისაკუთრა...
